ქ. მიცკევიჩი, 70, თბილისი, საქართველო / 995 -322 -2470005 / 995-596-110005 / 995-596-610005

რეკომენდაციები კლინიკაში ვიზიტამდე

რეკომენდაციები

ამ ინსტრუქციის დაცვით კლინიკაში თქვენი ვიზიტი მაქსიმალურად ეფექტური იქნება.

  1. გაიხსენეთ წინასწარ,როდის დაიწყო თქვენი ძაღლის ან კატის ჯანმრთელიბის მდგომარეობის ან ქცევის(მოთენთილობა,ჭამის მადის დაკარგვა,ფორიაქი,ღებინება და სხვა)გაუარესება და რა უძღვოდა მას წინ.ნებისმიერი კონკრეტიკა ან წვრილმანი შეიძლება მნიშვნელივანი იყოს დიაგნოზის დასმისთვის.
  2. ძაღლი ან კატა უმჯობესია მოიყვანოთ უზმოზე,ამით თავიდან აირიდებთ კლინიკაში განმეორებით ვიზიტს,რადგან სწორედ უზმოზე უნდა იქნას აღებული სისხლის ანალიზი და უზმოზევე კეთდება ეხოსკოპიური გამოკვლევები,ზოგიერთი სხვა სახის გამოკვლევბისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სედაცია ან ნარკოზი.ასეთ დროსაც მნიშვნელივანია ცხოველი იყოს მშიერი.ასე რომ,უკეთესია არ გამოკვებოთ იგი წინა საღამოს და არ დაალევინოთ წყალი დილით.
  3. თუ თქვენი ცხოველის ავადობა დაკავშირებულია თვალის ან ყურის გამონადენთან,არავითარ შემთხვევაში არ დაბანით,არ დაასუფთავოთ,არ დაამუშაოთ ის ადგილი.ექიმს უნდა მიეცეს ავადობის სურათის სრულად შეფასების შესაძლებლობა.
  4. საჭმლის მომნელებელი სისტემის ან ალერგიული ხასიათის პრობლემების დროს მოამზადეთ ნუსხა,თუ რა სახის პროდუქტებით იკვებება.საკვების შემთხვევაში მნიშვნელივანია არა დასახელება არამედ შემადგენლობა(მაგ:ქათამი ბრინჯით)
  5. თუკი თქვენს ძაღლს ან კატას გამოუვლინდა კრუნჩხვითი ან ეპილეფსიური შეტევა, შეეცადეთ შეტევის განვითარება გადაიღოთ ვიდეოკამერით, რომელიც დაეხმარება ექიმს სწორი სადიაგნოსტიკო მიმართულებით ორიენტირებაში.
  6. პაციემტის მიღების ხანგრძლივობა არარეგლამენტირებულია, ამიტომ  ყოველმხრივი, სიღრმისეული გამოკვლევებისთვის საჭიროა მეპატრონემ გათვალოს დამატებითი დრო რადგან ექსტრემალური შემთხვევებისას შესაძლებელია მობილიზდეს კლინიკის სრული პერსონალი და წინასწარ ჩაწერილი პაციენტი გარკვეული დროით დაყოვნდეს.
დასვი კითხვა
Share by: