ქ. მიცკევიჩი, 70, თბილისი, საქართველო / 995 -322 -2470005 / 995-596-110005 / 995-596-610005

სასტუმრო

სასტუმრო "ვეტაუსი"

მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება თქვენ ოთხფეხა მეგობრებზე ნერვიულობის გარეშე!

VET HOUSE Pet Hotel-ში ვუზრუნველყობთ შინაური ცხოველების უსაფრთხოებას, მათ მიმართ მომთმენ და მეგობრულ დამოკიდებულებას, სეირნობას და თამაშებს, ყურადღებას და კონტროლს, სათანადო კვებას და მოვლას, ასევე კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს.

გაცნობა

გეპატიჟებით ეწვიოთ ჩვენს სასტუმროს! იხილეთ ყველაფერი თქვენი თვალით. გაიცანით ჩვენი ვეტერინარები და „ზოოძიძები“ - ეს ის ხალხია, ვისაც უნდა ანდოთ თქვენი საყვარელი ცხოველი. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ოთახის ზომა და დარწმუნდეთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვასრულებთ ხელშეკრულების ყველა პირობას, არამედ გვიყვარს ჩვენი სამუშაო და ჩვენი ოთხფეხა სტუმრები!

უპირატესობები

სასტუმრო მდებარეობს კლინიკის იმავე ტერიტორიაზე,რომელიც მუშაობს 24 საათიანი მომსახურეობით.კვალიფიციური პერსონალით,რომელმაც არა მხოლოდ იცის ცხოველის სწორად მოვლა,არამედ საჭიროების შემთხვევაში დახმარებასაც გაუწევს მას.
დაჯავშნა

სხვა სერვისები

Share by: