ქ. მიცკევიჩი, 70, თბილისი, საქართველო / 995 -322 -2470005 / 995-596-110005 / 995-596-610005

ექოსკოპია

ულტრაბგერითი გამოკვლევა

ულტრაბგერითი გამოკვლევები ტარდება შინაგანი ორგანოების გამოსახულების მისაღებად, მათი ფორმების, მოწყობის და ფუნქციონირების შესაფასებლად, ამასთან, ულტრაბგერითი ტექნიკით შეიძლება აღმოვაჩინოთ კენჭები, კვანძები, სითხის დაგროვებები (კისტები, აბსცეები, ჰემატონები).

ულტრაბგერით კვლევაზე ექიმს შესაძლებლობა ეძლევა დაადასტუროს ან გამორიცხოს ესა თუ ის  პათოლოგია: საკვერცხეების ანთება, თირკმლის პოლიკისტოზი, საშარდე გზების კენჭები, ასევე, კენჭები თირკმელში, ნაღვლის ბუშტში და ბევრი სხვა რამ. ულტრაბგერითი კვლევების მეშვეობით შეგვიძლია ვივარაუდოთ ამათუიმ ორგანოს დაზიანების ხარისხი და სიდიდე, შესაბამისად სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია შინაური ცხოველის პატრონს მკურნალობის მეთოდების და შესაძლებლობების შესახებ. 


ამ მეთოდის ძლიერი მხარეებია: 

  • ინფორმაციულობა
  • სწრაფად მიღებული პასუხები
  • უმტკივნეულობა
  • გამოსხივების უკუჩვენების არარსებობა


როგორ ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევები? 


ულტრაბგერითი გამოკვლევა სრულიად უმტკივნეულოა, მაგრამ ბევრი შინაური ცხოველი მაინც უარყოფითად არის განწყობილი უჩვეულო მდგომარეობაში ტანის ფიქსაციის მიმართ, განსაკუთრებით კი კატები და აქტიური ჯიშის ძაღლები. გამომდინარე აქედან, შინაური ცხოველის ფიქსაციისთვის საჭიროა ორი ადამიანი. 


საყურადღებოა
!


გამოკვლევის დროს პაციენტის სწორად განთავსება. ცხოველის სწორად ფიქსაცია ულტრაბგერითი გამოკვლევის , შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა. ბევრი ორგანოს კვლევა  მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ ტანის მდგომარებით არის შესაძლებელი. 


ბეწვის მოშორება


რათქმაუნდა, გამოკვლევის დაწყებამდე, ექიმი, სპეციალური ხელსაწყოთი, ალაგებს ბეწვს სწორედ იმ ადგილას, სადაც ულტრაბგერითი კვლევა უნდა ჩატარდეს, რადგან კვლევის დროს კანსა და ულტრაბგერით გადამცემს შორის არ უნდა არსებობდეს რაიმე სახის ბარიერი. თუკი შინაური ცხოველი უცხო ადამიანის მიმართ აგრესიას ამჟღავნებს ან ძალიან ემოციურია, გამოიყენება სედაციის მეთოდი.

ვიზიტის დაჯავშნა
Share by: